წყალტუბოში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესრულებულ სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ადგილზე გაეცნო.
„პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 7 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანსაც დევნილთა განსახლება, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.