გორში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.
მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სტალინის გამზირსა და რაზმაძის ქუჩებს შორის მდებარეობს და მისი სიგრძე 850 მეტრია.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოების ღირებულება 833 000 ლარია.
„პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, ბორდიურების მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების ხუფების აწევას სათანადო ნიშნულამდე, დამცავი კედლის მოწყობას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე. ადგილობრივების განცხადებით, ამორტიზირებული გზის საფარი გარდა იმისა, რომ გადადგილებისას პრობლემებს ქმნიდა, დიდ ხმაურსაც იწვევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოუწერიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს“,- აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.