გორის ბაღების სააგენტომ 6 თვეში ხელფასებზე 1 500 000 ლარზე მეტი გასცა

691

გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ წელს ანაზღაურებისთვის 1 მლნ ნახევარზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე შრომის ანაზღაურებისთვის სკოლამდელი აღზრის სააგენტომ 1 მილნ 504 ათას 308 ლარი გასცა. აქედან შტატგარეშე პირთა ხელფასმა სულ 221 884 ლარი შეადგინა.

გორის მერიამ ეს სააგენტო წელს 7 მლნ 600 ათასი ლარით დააფინანსა, საიდანაც მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით:

ოფისის ხარჯი 262 417 ლარით განისაზღვრა.

კვების ხარჯმა 1 მლნ 8 ათას 599 ლარი შეადგინა.

სამედიცინო ხარჯი 500 ლარითაა წარმოდგენილი,

ტრანსპორტისა და ტექნიკის შენახვის ხარჯი კი 37 ათას ლარზე მეტია.

მივლინების ხარჯი სააგენტოს 3000 ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 6 თვეში 323 ლარი დახარჯა.

ამ დროის მონაცემებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წლის ბოლომდე 4 მლნ 461 ათას 437 ლარი გასახარჯი აქვს.