რომელ სამ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

712

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მორიგ სხდომაზე, სამ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, პენსიის ზრდის ინფორმაციით გახსნა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

„მისასალემებელია ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით პანდემიის რთულ პირობებში. აგერთვე 2021 წლის იანვრიდან, იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება, რომლის მიხედვით ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა,“ – აღნიშნა დავით დარჩიამ.

მანვე ყურადღება გაამხავილა იმ დახმარებაზე, რომელსაც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმებულები, ერთჯერადი სახით მიიღებენ და მოუწოდა საკრებულოს წევრებს მაქსიმალურად მოახდინონ მოქალაქეების ინფორმირება და გაუწიონ მათ კონსულტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული კომპესაციის მიღება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღეს, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ“, წარმოების პროცესში ინფრასტრუქტურის კომიასთან ერთად სხვა დარგობრივი კომისიები, ფრაქციები ჩაერთვებიან. წარმოების ვადად 20 დღე განისაზღვრა.

ცვლილება შევიდა 2019 წლის N71 განკარგულებაში, რომელიც როგოც მომხსენებელმა განმარტა, ტექნიკური ხასიათისაა და სათაურის შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბებას: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი-მოძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემას” ეხება.

საკრებულოსვე გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს რეფორმას, მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების შესახებ, აგრეთვე, საკრებულოს გადაწყვეტილებით ბიუჯეტში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით უკვე გამოიყო 50 ათასი ლარი, რაც ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროექტების გამოვლენას, საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას და სხვა სამუშაოების განხორციელებას მოიცავს. აგრეთვე, რეფორმა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მდგრადი და ეფექტიანი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ახლაგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე საკრებულოს კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვადასხვა მიმართულებებზე საკითხების დასამუშავებლად, საქმიანობის ეფექტურად განსახორციელებლად და საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელისშეწყობის მიზნით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, კომისიაში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული იქნას ექსპერტ-სპეციალისტი,“ – განაცხადა განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლელა საჯაიამ.

მისივე განმარტებით “პროექტის მიღება არ გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების, ხარჯების ზრდას”.