გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს შემოსავალმა, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან მაისის ჩათვლით, 115 727 ლარი შეადგინა. აქედან პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 30 502 ლარი შევიდა.
სააგენტოს ანგარიში მიხედვით, შემოსავლების ნაწილი დასუფთავების და ნარჩენების გატანიდან (33 927 ლარი) და ქირავნობიდან (2 610 ლარი) მიიღეს.
საანგარიშო პერიოდში, სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის სააგენტომ 18 971 ლარი მიიღო.
მოგება სააგენტოს დასვენების პარკმა “ახალბაღმაც” მოუტანა. ბიუჯეტში აუქციონიდან და ატრაქციონების დაშლიდან 29 717 ლარი შევიდა.