გლდანის რაიონში ქერჩის ქუჩაზე შიდა ეზოს აწესრიგებენ

422

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. გამგეობის ცნობით, ამჯერად, შიდა ეზოს ქერჩის N6 კორპუსთან აწესრიგებენ.

მათივე ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს ,,ახალი ჯგუფი“ ახორციელებს, 52 000 ლარი არის გათვალისწინებული. აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობაც განახორციელა.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.