თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც გუშინ ხე წაიქცა, თბილისის მერის მოადგილეები ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდნენ.
დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ექსპერტებმა შეისწავლეს, რამ გამოიწვია ხის წაქცევა.
„პირველადი დათვალიერებით ჭადარს აღენიშნება ფესვთა სისტემის დაზიანება. ფესვებს აქვს დაწყებული ლპობა. ხეს ჰქონდა ერთი ჯანსაღი ფესვი, რომელზეც იგი ეყრდნობოდა და ასე ვთქვათ, მიწის გამოცლამ, სავარაუდოდ, გამოიწვია ხის დაძვრა ადგილიდან. თუმცა. მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა, ადგილზე არიან ექსპერტები, მეტყევეები. ასევე, ინსპექციის თანამშრომლები და ზუსტი ინფორმაცია გვექნება. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა გარკვეული უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს გავივლით კანონმდებლობის მიხედვით. თუმცა, წლების განმალობაში რომ ხეებს არავინ უვლიდა თბილისში, ის შედეგები გამოიწვია, რასაც ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ. სავარაუდოდ, წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს ხის მუდმივი დაზიანება ხდებოდა“, – განაცხადა მაია ბითაძემ
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე გუშინ წაიქცა, რომელიც ორ ავტომობილს დაეცა, ერთი ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა