გახარია: მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება

1205

მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა არ მოუწევთ.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება. თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება. ამისთვის დაფინანსება არსებობს. ფაქტობრივად ჩვენს მოქალაქეებს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევთ, იუსტიციის სამინისტრო სრულად მოაგვარებს ამ საკითხს,“-განაცხადა გახარიამ.