ჩვენ გვევალებოდა, რომ 2020 წლიდან სეპარირებული ნარჩენების მართვის სისტემაზე გადავსულიყავით, რასაც ამჟამად ვახორციელებთ. ჭავჭავაძის გამზირი არის პირველი ქუჩა, სადაც ეს სისტემა დაინერგა, – ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა განაცხადა.
„არსებობს ნარჩენების მართვის გეგმა და ეროვნული სტრატეგია. ჩვენ გვევალებოდა, რომ 2020 წლიდან სეპარირებული ნარჩენების მართვის სისტემაზე გადავსულიყავით, რასაც ამჟამად ვახორციელებთ. ჭავჭავაძის გამზირი არის პირველი ქუჩა, სადაც ეს სისტემა დაინერგა. ყველა მუნიციპალიტეტში ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს და აქაც, ცხადია, საინფორმაციო კამპანია ჩატარდება. ამ პროცესში საექსპერტო კუთხით EBRD არის ჩართული“, – განაცხადა გიგაშვილმა.