საკონსტიტუციო სასამართლო თბილისში კერძო საკუთრების ფასადზე პლაკატების, ლოზუნგებისა და ბანერების განთავსების აკრძალვის კანონიერებაზე მსჯელობს

431

წინააღმდეგობაშია თუ არა კონსტიტუციასთან თბილისში კერძო საკუთრების ფასადზე პლაკატების, ლოზუნგებისა და ბანერების განთავსების აკრძალა, – ამ საკითხზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს.

სასამართლოს სარჩელით საია-ს იურისტმა გიორგი გოცირიძემ მიმართა.

მოსარჩლის განმარტებით, გარდა თბილისისა, საქართველოს სხვა ქალაქებში ანალოგიური რეგულაცია საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს არაკონსტიტუციურად უკვე გამოაცხადა, თუმცა თბილისს სხვა რეგულაცია აწესრიგებდა, რომელიც არ ყოფილა აქამდე გასაჩივრებული. გიორგი გოცირიძე თვლის, რომ მისი სარჩელი გამარტივებული წესით, არსებითი განხილვის გარეშე უნდა დაკმაყოფილდეს.

„მესაკუთრეს საკუთარი სახლის ფასადზე რომ არ შეუძლია, თუნდაც პოლიტიკური შინაარსის ბანერის გამოფენა პირველ რიგში ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებაც. მეორეც, თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებში იდენტური ნორმა უკვე ცნო სასამართლომ გასულ წელს არაკონსტიტუციურად. თბილისის გამოყოფა მოხდა იმიტომ, რომ დედაქალაქს სხვა მუხლი არეგულირებდა, რომელიც გავასაჩივრე“, -განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. სხდომა 12:00 საათზე დაიწყო