თბილისის მერიიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია გამწვანების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იქნება.
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ადგილი გამწვანების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იქნება. კონფიგურაცია სრულად შეიცვლება. გამწვანებული კუნძულების მასშტაბები გაიზრდება. რაც შეეხება გადაადგილების ზონას, სავარაუდოდ ის ნაწილობრივ შემცირდება“, – განაცხადა გიგაშვილმა.
პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები 22 იანვარს დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟს, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთებას.