“ნაცმოძრაობის“ წევრი: კარანტინის დროს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ სრულ ანგარიშს მოვითხოვთ

771

მოვითხოვთ, სრულ ანგარიშს კარანტინის დროს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ”, – ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია დიასამიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, პანდემიის პერიოდში აჭარის მთავრობამ თანხები იმ პირებს გადაურიცხა, რომლებიც სოციალურ დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ბაზაში არ იყვნენ.

გია დიასამიძის თქმით, სარეზერვო ფონდიდან ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მეუღლეებს საარჩევნოდ – მოსყიდვის მიზნით თანხა ჩაურიცხეს, როდესაც სოციალურად დაუცველები დახმარების გარეშე დარჩნენ.

„მოვითხოვთ, სრულ ანგარიშს კარანტინის დროს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ და მოვუწოდებთ ჩვენს რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ვისი სოციალური მდგომარეობაც მკვეთრად გაუარესდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, მიმართონ აჭარის მთავრობას ასეთივე დახმარების მიღების მიზნით”,- განაცხადა გია დიასამიძემ.