დიდუბის რაიონის გამგეობა მეტრეველის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ასრულებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის მეორე ფენას აგებს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, ქუჩაზე საფეხმავლო ტროტუარები, ბორდიურები და იქ არსებული ოთხი თბილისური ტიპის ეზო მოწესრიგდა.
„სამუშაოები ჯამში, 4 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ 200 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.