დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის ქუთაისსა და გორში 156 ბინას შეისყიდის

839

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 156 ბინას შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 156 ახალაშენებული ბინიდან, 135 – ქალაქ ქუთაისში, ხოლო 21 ქალაქ გორში მდებარეობს.

“სამშენებლო კომპანიები, ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა. საკონკურსო პირობების თანახმად, დევნილთა სააგენტო ბინებს შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.