გორის მერიამ შპს “მაგთიკომს” მიმდინარე წლის აპრილში, მაისსა და ივნისში გაწეული მომსახურებისთვის 15 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ეს თანხა მოიცავს ყველა ხარჯს, რომელიც აღნიშულმა კომპანიამ მერიას აღნიშნულ პერიოდში უნდა გაუწიოს – საუბარია ძირითადად კორპორატიულ სააბონენტო ნომრებისა და ინტერნეტმომსახურების ტარიფებზე.
ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების ვადა 2020 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.