მოიჯარეებმა, რომლებიც ბათუმში შეზლონგებს აქირავებენ, აქცია გამართეს

737

შემდეგი სტატია

მოიჯარეებმა, რომლებიც ბათუმში შეზლონგებს აქირავებენ, აქცია გამართეს და ტურისტულ სეზონზე საქმიანობისთვის ნებართვის გაცემას მოითხოვენ.

“აუქციონი გადასახადების ზრდას გამოიწვევს. იჯარის ხელშეკრულების ვადა გავიდა, ახლა ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ გაგვიგრძელოს ხელშეკრულებები. ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ასევე ვითხოვთ პანდემიასთან დაკავშირებით გაგვიწიონ შეღავათები, “- განაცხადა აქციის მონაწილე ბექა გუგუნავამ.

აქციის მონაწილეების ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. უწყების ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. ადმინისტრაციის განმარტებით, აუქციონის პირობების მორგება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან უნდა მოხდეს.