სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

596

სამგორის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

გამგეობის მიერ,  როგორც ცენტრალურ ქუჩებზე და მიმდებარე ჩიხებში, ასევე  საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებში, შეიცვალა და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოეწყო სანიაღვრე სისტემა და  შეიცვალა საკანალიზაციო და წყალსადენის ცენტრალური ქსელი.

გზების რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ახალი ბორდიურები და ტროტუარები, რომლებიც ადაპტირებულია შ.შ.მ. პირებისათვის.

სამგორის რაიონში სამუშაოები სულ  68 მისამართზე განხორციელდა.

წყარო: აიპრესი