ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა სარწყავი არხის სარგებლობას ხვალიდან შეძლებს

419

ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა სარწყავი არხის სარგებლობას ამ კვირიდან შეძლებს. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში არხების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიური რეჟიმში მიმდინარეობს, რამდენიმე თვეა არხში წყლის მიწოდება შეწყდა. სამშაბათიდან კი სამელიორაციო სისტემა სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობს, რის შედეგადაც წყლის გამტარიანობა გაიზრდება და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება საგრძნობლად გაუმჯობესდება.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კულდღელაურში ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისგან 4-კილომეტრიანი მაგისტრალური არხი უკვე გაიწმინდა. შედეგად თელავსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების ხარისხი გაიზარდა.

გარდა ამისა, სოფელ ძველ ანაგაში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი არხების (საერთო სიგრძით 2,9 კმ) გაწმენდა მოხდა. არხების მოწესრიგება მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებასთან ერთად, 80 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საქართველოს მელიორაცია ინფორმაციით, ყოველდღიურად სათავე ნაგებობებზე დამონტაჟებული ფილტრების გაწმენდა, მოსახლეობისთვის წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხდება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით ახორციელებს.

ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 40-მდე სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.