გორის საკრებულომ სოფელი ველები ატენის თემს მიაკუთვნა

689

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფელი ველები ატენის ადმინისტრაციულ ერთეულად აღიარა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წერილით წარმოდგენილი სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე მიიღო.

როგორც ცნობილია, საკრებულოს ამ გადაწყვეტილებამდე სოფელი ველები ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში შედიოდა.

„ცვლილების მიზანი ატენისა და ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების რეალურ გეოგრაფიულ მდებარეობასთან მისადაგება იყო“, – ნათქვამია საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში.

ბოლო მონაცემებით, სოფელ ველებში სულ 12 ოჯახი ცხოვრობს.