ალეკო ელისაშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვებას აპირებს

1306

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ, ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვების განკარგულება იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა კომპანია ”სითი პარკის” სათავო ოფისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება ”სითი პარკისთვის” ჯარიმის გადახდა, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის დაეკისრება ქალაქის მერიას.

”ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ იქნება ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვების განკარგულება. ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რომელსაც ექნება სამი პირობა – ”სითი პარკთან” გადასახდელი ჯარიმა, ისე რომ მოსახლეობას არ მოუწიოს თანხის გადახდა, საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნა და პარკინგის სისტემის მოწყობა”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქში პარკინგის საკითხზე დეტალურ პროექტს უახლოეს მომავალში საკუთარ ოფისში წარადგენს.

წყარო: ინტერპრესნიუსი