გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, ვარიანის მეურნეობაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. გორის მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 234 234 ლარს შეადგენს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის მიხედვით რებილიტირდება ჭაბურღილი, მოეწყობა საქლორატორო, სადაწნეო კოშკი და მაგისტრალი, რომელიც დააკავშირებს ჭაბურღილს რეზერვუართან და რეზერვუარს არსებულ ქსელთან.
„ამ ეტაპზე ვარიანის მეურნეობაში მცხოვრებ მოსახლეობას გაუმართავი წყალმომარაგების სისტემა ემსახურება, რომელიც 120 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.