გურჯაანის აგრარული ბაზარი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ბაზრის დირექტორის ინფორმაციით, იგი სრულად აკმაყოფილებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მოწესრიგდა სველი წერტილები. ბაზარს აქვს შესასვლელი და გასასვლელი კარი. მომხმარებლებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს. გამყიდველები და მყიდველებიც ვალდებულები არიან გამოიყენონ პირბადე და ხელთათმანები.