საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 9 ივნისის 10:00 საათიდან 10 ივნისის 20:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 30-ე კმ-ზე, ფოთის პორტთან (ხობის ქუჩის გავლით) მისასვლელები საავტომობილო გზის კმ 0+500 მ-ში, კოლხეთი-ფოთის გადასარბენზე მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე, ე.წ. „ნაბადას“ გადასასვლელზე, ფენილის შეცვლისა და ფენილქვეშ არსებული ლიანდაგის შეკეთების სამუშაოების წარმოებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
მათივე ცნობით, დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ლარნაკას ქუჩაზე გამავალი მონაკვეთისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ფალიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზების გამოყენებით.