Forbes-მა საქართველო პოსტ-კოვიდურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნების შვიდეულში დაასახელა

1355

Forbes-მა პოსტ-კოვიდურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნების სია გამოაქვეყნა.

„ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები-ამ 7 ქვეყანას პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევის პოტენციალი აქვს”, – წერს გამოცემა.

Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში სლოვენიასთან, ტუნისთან, ეთიოპიასთან, მიანმართან, ფილიპინებთან და ირანთან ერთად საქართველო მოხვდა.

„უპრეცედენტო ვარდნის ფონზე გლობალური ტურიზმი გადარჩენისთვის იბრძვის. ამ ფონზე მსოფლიოში მრავალი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტული ბუმისთვის ემზადება, ეს მაშინ მოხდება, როგორც კი მოგზაურობა შესაძლებელი გახდება. ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს პირველი შესაძლებლობაა რეგიონალურ ტურისტულ ძალად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფო ახლა მსოფლიო-კლასის ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება“,- წერს Forbes-ის ჟურნალისტი ჯარიდ რანაჰინი.

„ხშირად საქართველო ჯორჯიის შტატში ერევათ, საქართველო კავკასიის რეგიონში იდეალურ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება.

მოგზაურობა დედაქალაქით დაიწყეთ. ეს მომხიბლავი ქალაქი უძველესი ეკლესიებისა და ქვაფენილით მოკირწყლული ძველი უბნების სამშობლოა.​ მოგზაურობისას არ გამოტოვოთ საქართველოს ბუნებრივი სილამაზე და პატარა ქალაქები. აუცილებლად გამოიკვლიეთ ქართული ღვინო. საქართველო დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია. მდიდარი და პოპულარული ქართული ღვინის ისტორია 8 ათას წელიწადს მოიცავს”, – წერს Forbes-ის ჟურნალისტი.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.