საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ მერეთში გამოჩენას გამოეხმაურა.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს 21 მაისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ სოფელ მერეთში, გორის მუნიციპალიტეტში ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის დაწყებასა და ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის გახშირებული პროვოკაციებს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელო ბანერებისა და ე.წ. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდასა და ჭვრინისის, ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფახულანისა და მუჟავას, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს და სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან, დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ტერიტორია ცოტა ხანში დატოვეს.