ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მცენარეები მოიპარეს, სკამი და კარი კი დააზიანეს

1031

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სკამები და საპირფარეშოს კარი დააზიანეს. ბაღის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. მათი ცნობით, დაფიქსირდა მცენარეთა მოპარვის და დაზიანების ფაქტებიც.