გორის მერია: ვარიანი-საქაშეთის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

1043

ვარიანი-საქაშეთის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული პროექტი გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან სოფელ არაშენდისკენ მიემართება, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში კი, მოასფალტდა არა მარტო საავტომობილო გზა, ასევე, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები”,- აცხადებენ მერიაში.

უწყების ინფორმაციით, ვარიანი – არაშენდის გზის რეაბილიტაციას 670 440 ლარი მოხმარდა.