ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა დილიდან აკრძალულია. რამდენიმე საათში გზა ცალმხრივად გაიხსნება, თუმცა, დღის განმავლობაში ისევ ჩაიკეტება, რაც აფეთქებითი და გაწმენდითი სამუშაოებით არის გამოწვეული. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მეწყერი მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე კვირას ჩამოწვა.
საავტომობილო გზაზე ჩამოშლილმა მიწის მასამ და ქვის ლოდებმა სოფელ დოლოგანთან გზის სავალი ნაწილი ჩახერგა, რის გამოც მაღალმთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი.