რიჟვაძე: აჭარის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები სახნავ-სათეს ფართობებს უფასოდ დაამუშავებენ

471

აჭარის მთავრობის თავჯდომარე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფელ ბობოყვათში სასოფლო სამეურნეო სამუშაოების პროცესს გაეცნო. მთავრობის თავჯდომარის თქმით, აჭარის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები სახნავ-სათეს ფართობებს უფასოდ დაამუშავებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

“აჭარაში მთავრობა უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ფერმერს ჰქონდეს როგორც ფინანსური ასევე სხვა სახის მხარდაჭერა. ხვნა-თესვის პროგრამა წელს უფასოდ იქნება რეგიონში. ამავე დროს ამას დაემატება, ის კონკრეტული პროგრამები, რომლებიც მთავრობის ანტიკრიზისულ პროგრამაშია გათვალისწინებული. ეკონომიკის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება დაწრმუნებული ვარ, რომ ახალ ხარისხს და ახალ ეფექტს შეიძენს”,- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

თორნიკე რიჟვაძემ ახალსოფლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში სანერგე ჩითილები ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უსასყიდლოდ დაურიგდება.