გორში ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

884

გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განახლდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უკვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ერთ – ერთი მასშტაბური პროექტია. 370 მეტრი სიგრძის ქუჩა, რომელიც მტკვრის სანაპიროს მიუყვება, რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩებს აკავშირებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 825 364 ლარია. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ბარნოვის ქუჩაზე მოეწყობა გარეგანათება, საველოსიპედე ბილიკები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები. გარდა ქუჩის სრული რეაბილიტაციისა, პროექტი წრიულის, კუნძულებისა და ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობასაც ითვალისწინებს. გრძელდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება (თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩები), რაც ხელს შეუწყობს ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას.