საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლად მოწყობილი სპორტული მოედანი საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და გამგებლის მოადგილემ ლუკა კანკავამ დაათვალიერეს.
სამუშაოების ფარგლებში, სტადიონზე დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და დამონტაჟდა ლითონის ბადე, კალათბურთისა და ფეხბურთის ძველი ფარები და კარები ახლით შეიცვალა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული ტრენაჟორები დამონტაჟდება.
სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა.
საბურთალოს რაიონში მიმდინარე წელს 23 სპორტული მოედანი მოეწყო.