დღეიდან MAN-ის ახალი ავტობუსები N140 მარშრუტზე გავიდნენ

679

დღეიდან N140 მარშრუტსაც MAN-ის მარკის ავტობუსები ემსახურებიან. მარშრუტი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 18 ივლისიდან დიდ დიღომში ახალი, თანამედროვე ავტობუსების ბაზის გახსნის შემდეგ, MAN-ის ავტობუსები უკვე 5 მარშრუტზე: N14, 21, 24 88 და N140-ზე გავიდნენ. უახლოეს ხანში MAN-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.

წყარო: ინტერპრესნიუსი