კახა კალაძემ საარჩევნო სლოგანი წარადგინა

702

“სიცოცხლით სავსე ქალაქი” – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ამომრჩეველს სოციალურ ქსელში საარჩევნო სლოგანი წარუდგინა.

“სიცოცხლით სავსე ქალაქი”, – ასეთი უნდა იყოს თბილისი და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გაიმარჯვებს!”, – აცხადებს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი