თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური, პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური არკვევს მოქალაქეების აზრს, უნდათ თუ არა პეკინის ქუჩის ნაწილობრივი გაცალმხრივება, ავტობუსების სავალი გზის შენარჩუნება ორივე მხარეს, ველობილიკის დამატება და საფეხმავლო გზის გაფართოება.
მერიაში ამბობენ, რომ კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდში.