ირაკლი ჩიქოვანი: ტრანსპორტის სრულ აკრძალვაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია

375

სრულ შეზღუდვასთან და აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, – ამის შესახებ პრემიერისმრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აპირებს თუ არა მთავრობა საზგოადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას კორონავირუსის განვრცელების თავიდან ასაცილებლად, ჩიქოვანი ამბობს, რომ “ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე”.

„ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ გაცემული გვაქვს რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან, რომ ყველა დარჩეს სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდეს. ის რეკომენდაციები, რომელიც იქნა გაცემული საჯარო სექტორზე, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ყველა იმ თანამშრომლის რაოდენობა, რომელიც უნდა გამოცხადდეს სამსახურში და ასევე ის რეკომენდაცია, რომელიც აქვს კერძო ბიზნესს, ესეც ხელს შეუწყობს ამ ყველაფერს. სრულ შეზღუდვასთან და აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.