ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რომ ფასების ზრდა არ იქნება

736

წინა სტატია

პრემიერმინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ფასების შეკავების მექანიზმი არა 7, არამედ 9 პროდუქტზე იმოქმედებს და ამას სახელმიწფო ბიზნეს სექტორთან შეთანხმებით უზრუნველყოფს. აღნიშნული განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მოახსენეს ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა სააკვებ მარაგებთან მიმართებით. როგორც აქამდე, ქვეყანაში საკმარისზე მეტია საკვები მარაგები და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. გუშინ, როგორც მოგეხსენებათ, მიღებული იყო გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით შეგვექნა ფასების შეკავების მექანიზმი. ეს მექანიზმი უკვე პრაქტიკულად არის შეთანხმებული როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნეს სექტორთან და ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, რომ ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.