Covid-19 – ვიდეოინსტრუქცია მცირემხედველი, უსინათლო და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის

1642

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ახალი ვირუსის Covid-19-ის გამოვლენის მოწმენი გავხდით, რომელმაც ბოლო ათწლეულებში მსოფლიოსთვის დაავადების მოულოდნელი  აფეთქება გამოიწვია. 26 თებერვალს დადასტურებული პირველი შემთხვევის შემდეგ ამ გამოწვევის წინაშე საქართველოც დადგა. 12 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ინფექციის გავრცელების მსოფლიო სტატისტიკა ყოველწუთიერად ახლდება საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე worldometers.info.  საქარველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა და საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე-Stopcov.gov.ge-ზე.

ღია საზოგადოების ფონდის დახმარებით ეთნიკურ უმცირესობათა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინფორმირების მიზნით რამდენიმე ინიციატივა განხორციელდა:

  • სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მომზადებული რეკომენდაციები მშობლების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის.
  • მომზადდა ვირუსისგან თავდაცვის ვიდეოინსტრუქციები მცირემხედველი, უსინათლო და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის.

https://www.facebook.com/OpenSocietyGeorgiaFoundation/videos/213909946347444/

რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე.