თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ ქალაქში არსებულ მარკეტებში სურსათის მარაგი და ფასები პირადად შეამოწმა.
მუნიციპალიტეტის მერმა სასურსათო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, ხელოვნურად არ აწიონ ფასი, განსაკუთრებით ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე.
„დღეს სურსათით მომარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას პროდუქტების მომარაგების საჭიროება არ აქვს. ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ბიზნესთან კოორდინაციით თავიდან აგვაცილებს ფასების ზრდას ძირითადი მოხმარების შვიდ სასურსათო პროდუქტზე.
მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში ფასები ხელოვნურად იყო აწეული პროდუქტებზე. დღეს პირადად ვნახე, რომ გარკვეულ პროდუქტები მართლაც გაძვირებულია, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. ყველა არაკეთილსინდისიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მოვახდენთ სათანადო რეაგირებას“, – განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.
სასურსათო მაღაზიებში არსებული მდგომარეობა მერთან ერთად მოადგილეებმა მანუჩარ ფანჩულიძემ და მერაბ სირაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არჩილ ქოჩიაშვილმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მანუჩარ რობაქიძემ დაათვალიერეს.