ქუთაისში ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელებისათვის პროდუქტების დარიგებას ამ დროისათვის არ გეგმავენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
როგორც ა(ა)იპ -ში აცხადებენ, წინასწარ შეძენილი მალფუჭებადი პროდუქტი, არდადეგების გამოცხადებისთანავე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს, რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, დავით წიტაიშვილის თქმით, პროდუქტები სათნოების სახლს გადაეცა.
“არდადეგების დაწყებისთანავე, რაც გვქონდა მალფუჭებადი პროდუქტები გადავეცით სოციალურად დაუცველ 65 ოჯახს. რაც შეეხება არამალფუჭებად პროდუქტებს, როგორიცაა კარტოფილი, ვაშლი და სხვა, ქუთაისის მერიის რეკომენდაციით, გადავეცით სათნოების სახლს” ,– განაცხადა დავით წიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, კორონოვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 2 მარტიდან შეწყდა.