გორის მუნიციპალიტეტის მერიაში 5 ვაკანსიაა. უწყებამ 3 ვაკანსიაზე ღია , 2-ზე კი, დახურული კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერია ღია კონკურსით შეარჩევს კადრებს შემდეგ პოზიციებზე:
უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – თანამდებობრივი სარგო – 900 ლარი;
სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, ხელფასი: 650 ლარი;
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 800 ლარი.
რაც შეეხება დახურულ კონკურსებს, ვაკანსია გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 800 ლარი;
მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 800 ლარი.