მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მოინახულეს და მათ საჭიროებებს გაეცნენ.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სამედიცინო ელექტრო სავარძლები გადასცეს, რომლითაც ისინი, დამოუკიდებლად, მარტივად და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ. სამედიცინო სავარძლები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა.
„პირველ რიგში, სიკეთეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ. ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მინდა, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღგითქვათ”, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.