„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე წყალარინების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ჭიაურელის ქუჩაზე, სრულად შეიცვლება 500 მეტრი სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი და 20 საკვანძო ჭა მოეწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჭიაურელის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტში 250 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.