კულტურულ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

402

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესის შესაბამისად, კულტურული ობიექტების ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები მუზეუმებში, თეატრებში, სარეპეტიციო დარბაზებში, გასახდელებსა და გარდერობებში ჩატარდა, სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავდა ინვენტარი.