ახალციხე–ახალქალაქის გზაზე კლდის ჩამოშლის შედეგად მანქანა დაზიანდა

581

ახალქალაქიდან ახალციხეში მიმავალ გზაზე, კლდე ჩამოინგრა. ნაშალმა მასალამ საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა დააზიანა. ინფორმაციას რადიო “ნორი” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიმსხვრა მანქანის ფარები და სარკეები.

ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე ქვები ხშირად ცვივა და გზაზე გადაადგილებას აფერხებს.