გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია 17 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, სვიმეონ შოთაძის ქუჩა N2 კორპუსის, ამავე ქუჩის მეორე შესახვევის N14 კორპუსში და მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 კორპუსის რამდენიმე სადარბაზოს ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ინვორმაციით, სვიმეონ შოთაძის N2 კორპუსში შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 1 400 კვ.მ ფართობზე შეიცვლება. სამუშაოების ღირებულება 42 114 ლარს შეადგენს.
სვიმეონ შოთაძის მეორე შესახვევის N14 კორპუსში კი, დაახლოებით, 700 კვ.მეტრ ფართობზე შეიცვლება სახურავი და წყალსაწრეტი მილები, სამუშაოებისთვის 21 783 ლარი დაიხარჯება.
როგორც გლდანის გამგეობაში აცხადებენ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 33 პროექტი ხორციელდება.
გლდანის რაიონში 17 სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 33 პროექტი ხორციელდება.ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია 17 მისამართზე ხორციელდება, მათ შორის, სვიმეონ შოთაძის ქუჩა N2 კორპუსის, ამავე ქუჩის მეორე შესახვევის N14 კორპუსში და მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 კორპუსის რამდენიმე სადარბაზოს ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.სვიმეონ შოთაძის N2 კორპუსში შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 1 400 კვ.მ ფართობზე შეიცვლება. სამუშაოების ღირებულება 42 114 ლარს შეადგენს.სვიმეონ შოთაძის მეორე შესახვევის N14 კორპუსში კი, დაახლოებით, 700 კვ.მეტრ ფართობზე შეიცვლება სახურავი და წყალსაწრეტი მილები, სამუშაოებისთვის 21 783 ლარი დაიხარჯება.მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
Posted by გლდანის რაიონის გამგეობა on შაბათი, 07 მარტი, 2020