გორის მერია: ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაციას 2,3 მილიონი ლარი მოხმარდება

730

ბარნოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს.

გორის მერიის ცნობით, გარდა ქუჩის სრული რეაბილიტაციისა, პროექტი წრიულის, კუნძულებისა და სკვერის მოწყობასაც ითვალისწინებს. ქუჩაზე მოეწყობა ასევე გარეგანათება, საველოსიპედე ბილიკები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 864 996 ლარია. გზის რეაბილიტაციის პარალელურად, აღნიშნული ქუჩის მიმდებარედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა გრძელდება. პროექტის განხორციელება 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 480 184 ლარი გამოიყო, მარტის ბოლოს დასრულდება.

ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 2 345 180 ლარია.

„370 მეტრისიგრძისქუჩა, რომელიცმტკვრისსანაპიროსმიუყვება, ერთმანეთთანრომელაშვილებისადაგურამიშვილისქუჩებსაკავშირებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება (თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩები), რაც ხელს შეუწყობს ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.