ქუთაისში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ქალაქში 1500 ძირი ვარდი ირგვება. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აქედან 1000 ძირი რუსთაველის გამზირზე, 500 კი ქალაქის სხვადასხვა უბნებში დაირგვება.
გარდა ამისა რეგავენ დეკორატიულ ხე-მცენარეებს. უკვე დაირგო 80 ძირი კიპაროსი, 10 ნეკერჩხალი, 80 ტუია.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ქალაქ სერვისი” აწარმოებს.