საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო დაფნის ბაღების გაშენებას დააფინანსებს.
“საქართველოს ოდითგანვე ჰქონდა ამ კულტურის წარმოების ტრადიციები, თუმცა ჩვენი გეოგრაფია მნიშვნელოვანწილად გაიზარდა და ერთი ან ორი ქვეყნის {ნაცვლად}, დღეს ქართული დაფნის ექსპორტი ხორციელდება როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ისე ევროპის ქვეყნებში და ცალსახად იმ ახალ თანამედროვე საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით გაჩნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ იყო სანედლეულო ბაზრის სიმწირე და ნედლეულის საჭიროება. ამიტომ უფრო პროფესიული, უფრო კომერციული ბაღების გაშენების ხელშესაწყობად, პროგრამა „დანერგე მომავალი“ არსებული პირობებით, დაფარავას მათ შორის დაფნის კულტურას“, – განაცხადა დავითაშვილმა.