გორის საკრებულოს დეპუტატებს პლანშეტების მოხმარების წერებს IT სპეციალისტი ასწავლის. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საკრებულოს აპარატის უფროსის ზაზა ნასყიდაშვილის თქმით, ამის შემდეგ საკრებულოს სხდომები ელექტრონულად წარიმართება.
“ჩვენმა “აიტიშნიკებმა” ყველაფერი უკვე მოაწესრიგეს. ახლა გვინდა, რომ გავტესტოთ, მაქსიმალურად წვრილმანებშიც გავიაროთ ყველა დეტალი. შემდეგ საკრებულოს წევრებთან მოვაწყობთ იმიტირებულ სხდომას, რომ გაიგონ და ისწავლონ მოხმარება. აქამდეც გვინდოდა გაგვეტესტა, მაგრამ მოგეხსენებათ სხდომები გვაქვს, ჩაიაროს და მერე მივხედავთ”, – თქვა ზაზა ნასყიდაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ბიუროს, კომისიის და საკრებულოს სხდომებზე პლანშეტებს გამოიყენებს. ამისათვის საკრებულომ 40 პლანშეტი უკვე შეიძინა.