ოკუპირებული ცხინვალი რუსეთს სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართავს – ცხინვალის აფთიაქებში პირბადეებზე ფასები 20-ჯერ გაიზარდა

936

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება რუსეთის მთავრობის მეთაურს მიხეილ მიშუსტინს თხოვნით მიმართავს „რეპსუბლიკას“ გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება და სამედიცინო პროდუქციით მოამარაგოს. ამის შესახებ დეფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა გეორგი ტოტჩიევმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

„გთავაზობთ მომზადდეს მიმართვა მიხეილ მიშუსტინისადმი, რომ სამხეთ ოსეთს გაეწიოს ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც აუცილებელი სამედიცინო ნაწარმის ჩამონათვალს გულისხმობს“,- აღნიშნა ტოტჩიევმა.

ოსური მედიის ცნობით, ცხინვალის აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია, რის გამოც მათზე ფასები 20-ჯერ გაიზარდა.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის მთავრობამ დროებითი აკრძალვა დააწესა მთელი რიგი სამედიცინო ნაწარმის ექსპორტზე, რომელთა შორის პირბადეებიცაა. ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.